პროექტის პრეზენტაცია

 პროექტის პრეზენტაცია  


                                
     
პრეზენტაციამდე შევხვდით ცალკეულ აქტივობაზე პასუხისმგებელ პირებს და ვთხოვეთ პროექტის განმავლობაში შექმნილი პროდუქტების მოწოდება.ბავშვებმა მოგვაწოდეს სურათები, რომლებიც მათ გადაიღეს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების დროს,ვიდეოჩანაწერები,ბუკლეტები,ინტერვიუს ჩანაწერები,მათ მიერ შექმნილი ლექსები თუ მოთხრობები,ილუსტრაციები,წაკითხულის ჩანაწერები და მათ მიერ შედგენილი ლექსიკონები.
     სტენდს სრულყოფილი სახე მივეცით, სადაც განთავსებულია პროექტის განმავლობაში გამოყენებული აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალა, ბავშვების მიერ შექმნილი და შეგროვებული მასალები და პროექტის ამსახველი სხვა ინფორმაცია.

     პრეზენტაცია დასრულდა ღონისძიებით–,,წიგნმა მითხრა,წიგნით ვიცი!".

     შევქმენით ბლოგი,რომელიც მოგვცემს ჩვენს მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალის განთავსების საშუალებას, რათა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს მათი ნახვა. http://qutaisis23-esajaroskola.blogspot.com/