Friday, May 7, 2010

" უნდა ავმაღლდეთ წიგნით ! "

1. პროექტის სახელი: ,,უნდა ავმაღლდეთ წიგნით!“
2. პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები აუმჯობესებენ გამართული კითხვის ტექნიკას,ეცნობიან ლიტერატურას, არკვევენ საზოგადოების დამოკიდებულებას წიგნის მიმართ,აწყობენ აქციას მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.
3.პროექტის სრული აღწერა: ჩემს კლასში გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაგან ზოგს უჭირს სიტყვის სწორი დეკოდირება, აქვს კითხვის დაბალი ტემპი,უჭირთ შგნებული კითხვა, არა აქვთ კითხვის მოტივაცია.
პროექტის მონაწილეები შექმნიან საკლასო ბიბლიოთეკას,საიდანაც სისტემატურად მოხდება წიგნების გატანა და კითხვა,შედგება სამუშაო წყვილები და ჯგუფები,გაწერენ საქმიანობებს ჯგუფების მიხედვით მათთვის საჭირო საკითხების საკვლევად. მოამზადებენ კითხვებს ინტერვიუსათვის, ჩაატარებენ კვლევებს უფროს თაობასა და თანატოლებს შორის კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.მოხდება ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, მოაწყობენ აქციას–,,შეიყვარეთ წიგნი!“გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს,შეიქმნება ბლოგი.
4. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი(IIIკლ.)
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
• მოსწავლეების მონაწილეობა საკლასო გარემოს მოწყობაში და რესურსების მოძიებაში
• თავისუფალი წერები
• პრეზენტაციები
• დისკუსიები
• ფსიქოლოგის გასაუბრება ბავშვებთან მათი კითხვისადმი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით
• კონკურსი სწრაფად კითხვაში პრობლემის ნათლად დანახვისა და სამუშაო წყვილების შედგენის მიზნით
• კონკურსის ჩანაწერების გაკეთება და მოსმენა ბავშვებისათვის თვითშეფასების მიზნით
• საკლასო ბიბლიოთეკის წიგნების სისტემატური კითხვა ბავშვების მიერ,წაკითხულის გააზრების შეფასება, ილუსტრაციების შექმნა შთაბეჭდილებების შედეგად,სალექსიკონო მუშაობა
• მხატვრული ნაწარმოებების დისკით მოსმენა–გამომეტყველებითი კითხვის ნიმუშის ჩვენება
• სტრატეგია ,,მკითხველთა თეატრი“
• ენის გასატეხებზე მუშაობა
• ბავშვების მიერ ლექსებისა და მოთხრობების წერა, წიგნის შექმნა მათი ნამუშევრებით
• კითხვარების შერჩევა საკვლევი თემის ირგვლივ.
• კლასის დაყოფა წყვილებად და ჯგუფებად, საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების არჩევა
• კვლევების ჩატარება უფროს თაობასა და თანატოლებს შორის კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი
• ბუკლეტების დამზადება აქციისათვის
• აქციის მოწყობა–,,შეიყვარე წიგნი!“
• პროექტის პრეზენტაცია
• პროექტის ამსახველი სტენდის გაკეთება,ფოტო-ალბომის შექმნა
• ბლოგის გაკეთება
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ სასწავლო მოტივაცია, გაუუმჯობესდებათ დამოუკიდებლად კითხვის უნარ-ჩვევები, დაინტერესდებიან კლასგარეშე ლიტ-რით,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს, გამოუმუშავდებათ სხვებისთვის აზრის გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, შეფასებისა და ანალიზის, დისკუსიის უნარი.

მოეწყობა საკლასო ბიბლიოთეკა;
შეიქმნება წიგნი,სადაც განთავსდება მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრები;
გამოიცემა ბუკლეტები;
შეიქმნება ფოტოალბომი, პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-მასალით;
შეიქმნება ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით;
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (მხატვრული ტექსტები,ილუსტრაციები,კლიპი,ინტერვიუების ჩანაწერები, აქცია,ბუკლეტები, ბლოგები,ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში, საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე.

9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენა: 

ქართ.III.1.–მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, წარმართავს დიალოგებს განსხვავებულ ადრესატთან ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად ირჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს;
ქართ.III.4–მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს და იგებს სხვადასხვა სახის ტექსტს მისთვის ნაცნობ თემებზე;

ქართ.III.7–მოსწავლე იყენებს კითხვის ზოგიერთ სტრატეგიას;

 ისტ:
•ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით,მათ შორის თანაკლასელების,მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

10. პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ფირცხალაშვილი

11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatunaxatuna77@gmail.com/

12. პროექტის ფორუმი:

13. პროექტის ვებ-ბლოგი:

http://qutaisis23-esajaroskola.blogspot.com/