პროექტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობები

განხორციელებული საქმიანობები:


ამოცანა I–ზრუნვა კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებაზე

აქტივობაI ––წერა ,,პრობლემა ჩემს კლასში“(08.02.-09.02.)

როდესაც გაჩნდა პროექტის იდეა, გაჩნდა სურვილიც იმისა, რომ უშუალოდ პროექტზე მუშაობის დაწყების წინ ბავშვებს დაეწერათ ესეები სახელწოდებით: ,,პრობლემა ჩვენს კლასში“.
პრეზენტაციების შედეგად გაირკვა, რომ კლასის დიდი ნაწილის აზრით  კლასში ბავშვების გარკვეული ნაწილს უჭირს გამართული კითხვა, რამაც  კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი სურვილი, პროექტის განხორციელების შესახებ.

აქტივობაII–დისკუსია (10.02.)

პროექტის თემის შერჩევისა და პროექტის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის შემდეგ კლასში გავმართეთ დისკუსია თემაზე–,,რატომ არის საჭირო კითხვა?“აღმოჩნდა,რომ ბავშვებს საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვთ წიგნის როლზე ადამიანის ცხოვრებაში,კარგად ესმით,თუ რას ემსახურება ეს პროექტი.


აქტივობაIII–სტუმრად ფსიქოლოგთან(11.02.-19.02)

მოტივაციის ამაღლების მიზნით,ვაწარმოე მრავალჯერადი გასაუბრება ბავშვებში პრობლემის გადაჭრის სურვილის გასაღვივებლად,საკუთარი თავის რწმენის ჩასანერგად.
საინტერესო იყო ფსიქოლოგის ვიზიტი კლასში,გაიმართა დიალოგი მასსა და ბავშვებს შორის კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.გაირკვა,რომ  ბავშვების გარკვეული ნაწილი მხოლოდ საპროგრამო მასალის ათვისებითაა დაინტერესებული,  კლასგარეშე კითხვისათვის კი ნაკლებ დროს ხარჯავს,ზოგმა დროის დეფიციტი დაასახელა მიზეზად,ზოგმაც კიდევ–წიგნების ნაკლებობა ოჯახში.


აქტივობაIV–საკლასო გარემოს მოწყობა(15.02.-19.02.)

შემდეგი ერთი კვირა დავუთმეთ საკლასო ოთახის მოწყობასა და საჭირო რესურსების მოძიებას.
გამოვყავით ერთი კედელი,სადაც პროექტის განმავლობაში უნდა გაკეთდეს მრავალი საინტერესო გამოფენა,მოეწყოს სტენდი,რომლის პრეზენტაცია მოეწყობა პროექტის ბოლოს.შევქმენით საკლასო ბიბლიოთეკა,რომელსაც ,,კითხვის ცენტრი“დავარქვით.
კლასის მოწყობაში აქტიურად ჩართვნენ თავად მოსწავლეები .ამ საქმეს ისინი ძალიან დიდი სიხარულითა და მონდომებით აკეთებდნენ.ძირითადად გამოვიყენეთ კლასში არსებული რესურსი.ეს იყო,მაგ:
ფერადი ქაღალდები, სტენდისთვის
ფერადი ასოები, რომლითაც გავაკეთეთ დიდი სათაური პროექტისა,
ვატმანის ფურცელი სტენდისთვის,
სიტყვების ყულაბა უცხო სიტყვებისთვის,
ხელთნაკეთი წიგნები,რომელიც ხელოვნების გაკვეთილზე დავამზადეთ,
ჯადოსნური ხე, რომელზეც ხელთნაკეთი წიგნები ჩამოვკიდეთ სიმბოლურად,
წითელი წიგნი, სადაც განვათავსებთ ,,პატარა მწერალთა შემოქმედებას“.


აქტივობაV–კლიპის ჩვენება(22.02)

ვაჩვენეთ კლიპი წიგნზე.ეს კლიპი, ვფიქრობ, პატარებისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი იყო და კიდევ უფრო გააძლიერა მათი ინტერესი პროექტის მიმართ.

აქტივობაVI –კონკურსი(01.03.)

ამ ამოცანის შესასრულებლად ბევრი ვიფიქრეთ,თუ რა აქტივობები დაგვეგეგმა,რადგან ეს უმთავრესი ამოცანაა,რომლის შესრულების შემთხვევაში ჩავთვლით,რომ პროექტმა შედეგი გამოიღო.
უპირველეს ყოვლისა კითხვაში გაწაფული მოსწავლეების გამოსავლენად ჩავატარეთ კონკურსი ,,ვინ უფრო სწრაფად“,რისთვისაც წინასწარ მოვიძიეთ საჭირო რესურსები: დიდი ზომის შრიფტით ნაბეჭდი ტექსტები,ქვიშის საათი,დიქტოფონი,რომლითაც ჩავიწერეთ თითოეული მოსწავლის წაკითხული.

მეორე დღეს ბავშვებს გავაცანი კონკურსის შედეგები,გავაკეთეთ ამ შედეგების ამსახველი დიაგრამა და გავაკარით სტენდზე.

აქტივობაV II-დიქტოფონით კონკურსის ჩანაწერების მოსმენა(04.03.)

შემდეგი დღეს გადავწყვიტეთ, მოგვესმენინებინა ბავშვებისთვის კონკურსის ჩანაწერები .ისინი გაოცებულები უსმენდნენ თავიანთ ხმას,იყვნენ თვითკრიტიკულები.
ამ კონკურსისა და ჩანაწერების საშუალებით ბავშვებმა ნათლად დაინახეს პრობლემის რეალობა, გავაკეთეთ იმის ანალიზი,თუ ვინ როგორი ტემპით კითხულობს, როგორია კითხვაში დაშვებული შეცდომების ხასიათი.

აქტივობაVIII-თავისუფალი წერა-05.03.

კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გაცნობის შემდეგ ვწერეთ თავისუფალი წერა თემაზე-,, მე ვკითხულობ...“
თემებში ბავშვებმა გადმოსცეს ის განცდები, რომელიც ჰქონდათ კონკურსის დღეს, ისაუბრეს ხელისშემშლელ ფაქტორებზე, ზოგი თვლის, რომ ზედმეტად განიცადა და ამან შეუშალა ხელი უკეთ წაკითხვაში, უმეტესობა კარგად იხსენებს იმ დღეს და სურვილს გამოთქვამენ, რომ ისევ ჩავატაროთ მსგავსი კონკურსები.

აქტივობაIX–წყვილში მუშაობა

წყვილში მუშაობას,სისტემატური ხასიათი ჰქონდა, კონკურსმა გამოავლინა კითხვაში გაწაფული მოსწავლეები, რომლებიც პროექტის განმავლობაში დახმარებას უწევდნენ კითხვის დაბალი ტემპის მქონე მოსწავლეებს.


აქტივობა X–ბიბლიოთეკის წიგნების კითხვა

ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა ყოველდღიურად ხდებოდა, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, პასუხისმგებლობა თანდათან მოთხოვნილებაში გადაიზარდა.მალე ისინი აქტიური მკითხველები გახდნენ.წაკითხულის შესახებ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, მოჰქონდათ ილუსტრაციები,ხდებოდა მათ მიერ წაკითხულის გააზრების შეფასება,ვაწარმოებდით სალექსიკონო მუშაობას.

აქტივობაXI –მხატვრული ნაწარმოებების დისკით მოსმენა (10.03.-12.03.)

სკოლაში მოვიტანეთ ნოუთბუქი,რომლითაც ბავშვებს მოვასმენინე მხატვრული კითხვის ჩანაწერები,რამაც, ვფიქრობ შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.ამ აქტივობის შედეგად ბავშვებმა გაცილებით გააუმჯობესეს მხატვრულად კითხვა.

აქტივობა XII–სტრატეგია ,,მკითხველთა თეატრი“(15.03-19.03.)

გავეცანი რა კითხვის სტრატეგიას ,,მკითხველთა თეატრი“, გადავწყვიტე ის გამომეყენებინა ჩემს პროექტში.მართლაც, კლასში მივიტანე ზღაპარი ,,ბაჭია“ და ,,მეფე ლომი და მერცხლები“რამდენიმე ეგზემპლიარად.გავაცანი მათ ტექსტი,დაიყვნენ ჯგუფებად , თავად დაინაწილეს და შესანიშნავადაც განასახიერეს როლები.
 შეფასება თავად ბავშვების მიერ მოხდა.

აქტივობა XIII–ენის გასატეხებზე მუშაობა(22.03.-26.03)

მომდევნო ერთი კვირა დავუთმეთ ენის გასატეხებზე მუშაობას,ბავშვებმა თავად მოიძიეს მათთვის ნაცნობი,თუ უცნობი ენის გასატეხები. კლასში ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე ვმუშაობდით მათ სწორად წარმოთქმაში, კვირის ბოლოს კი გავმართეთ პატარა კონკურსიც. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო გამართული კითხვის პრობლემის დაძლევას


აქტივობაXIV–,,პატარა მწერლები“

ყოველ პარასკევს ბავშვები პატარა მწერლების როლებს ირგებდნენ,სახლში წერდნენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს,მათ შორის საუკეთესოს ისინი თავად ირჩევდნენ და სპეციალურად შექმნილ წიგნში,ხოლო ,დანრჩენებს კი პროექტის ამსახველ სტენდზე ვათავსებდით.


ამოცანა II–კვლევების ჩატარება უფროს თაობასა და თანატოლებს შორის კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის  მიზნით

აქტივობაXV–კითხვარების შერჩევა საკვლევი თემის ირგვლივ(29.03.)

კლასი დავყავი ჯგუფებად, ავუხსენი მათ განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ,რამაც მაშინვე ინტერესი და დადებითი განწყობა გამოიწვია.გადავანაწილე ისინი ჯგუფებად და საკვლევ თემასთან დაკავშირებით შევადგენინე კითხვარები,რესპოდენტებიც თავად აირჩიეს:დირექტორი, მშობლები,
ბიბლიოთეკარი და თანატოლები

აქტივობაXVI–კვლევების ჩატარება(31.03.-12.04.)

ბავშვებმა თავად აირჩიეს რესპოდენტები: დირექტორი,დარაჯი,მშობლები და თანატოლები.გადანაწილდნენ იმის მიხედვით, თუ ვინ სად ისურვა ინტერვიუ,ისინი ამას დიდი ხალისითა და ინტერესით აკეთებდნენ.

კითხვები ინტერვიუებისთვის
• რას ნიშნავს წიგნიერი?
• გიყვართ კითხვა?
• რა სიხშირით კითხულობთ? (ხშირად, იშვიათად, არასდროს)
• რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?
• როგორ არჩევთ წიგნს წასაკითხად?(კითხულობთ სარჩევს, ანოტაციას, ნახულობთ ილუსტრაციას,ფურცლავთ)
• რა მიზნით კითხულობთ?
• გაქვთ თუ არა საკუთარი ბიბლიოთეკა?
• თქვენი საყვარელი მწერალი
• სავარაუდოდ რამდენი წიგნი გექნებათ წაკითხული?
• ჩვენს ასაკში თუ გიყვარდათ კითხვა?
• რა წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
• წიგნს ანიჭებთ უპირატესობას თუ კომპიუტერს?
• რას გვეტყოდით ჩვენი პროექტის შესახებ?
• რას ურჩევდით ჩვენს თაობას?


კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ირგვლივ ვმართავდით დისკუსიებს, მოხდა ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი

გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პრეზენტაცია,დავწერეთ ესეები, განვაახლეთ პროექტის კუთხე.

ამოცანაIII_აქცია ,,შეიყვარეთ წიგნი!“

აქტივობაXVII–ბუკლეტების დამზადება(15.04-18.04.)

თავდაპირველად დავამზადეთ ბუკლეტები,  ზოგი საკუთარი ხელით შექმნეს,ზოგიც მშობლების დახმარებით. ერთად იქნა შერჩეული ბუკლეტის თემა.

აქტივობაXVIII––აქციის მოწყობა(19.04.)

ბუკლეტების დამზადების შემდეგ მოვაწყვეთ აქცია სახელწოდებით: ,,შეიყვარე წიგნი!"აქციისათვის საკმარისი იყო 10 წუთიანი შესვენება.მოსწავლეები დანაწილდნენ სხვადასხვა დერეფანში,რამოდენიმე მეზობელ საკლასო ოთახშიც შევიდა,ისინი თანატოლებს ესაუბრნენ წიგნის მნიშვნელობაზე,განუმარტეს პროექტის არსი და მისცეს მათ რჩევები.

აქტივობა XIX–პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია(22.04.-23.04.)

 პრეზენტაციამდე შევხვდით ცალკეულ აქტივობაზე პასუხისმგებელ პირებს და ვთხოვეთ პროექტის განმავლობაში შექმნილი პროდუქტების მოწოდება.ბავშვებმა მოგვაწოდეს სურათები, რომლებიც მათ გადაიღეს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების დროს,ვიდეოჩანაწერები,ბუკლეტები,ინტერვიუს ჩანაწერები,მათ მიერ შექმნილი ლექსები თუ მოთხრობები,ილუსტრაციები,წაკითხულის ჩანაწერები და მათ მიერ შედგენილი ლექსიკონები.
სტენდს სრულყოფილი სახე მივეცით, სადაც განთავსებული იქნება პროექტის განმავლობაში გამოყენებული აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალა, ბავშვების მიერ შექმნილი და შეგროვებული მასალები და პროექტის ამსახველი სხვა ინფორმაცია.

პროექტი დასრულდა  ღონისძიებით–,,წიგნმა მითხრა,წიგნით ვიცი!".(ღონისძიების ამსახველი მასალა იხილეთ ბლოგზე)

შევქმენით ბლოგი,რომელიც მოგვცემს ჩვენს მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალის განთავსების საშუალებას, რათა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს მათი ნახვა.

ბლოგი ასე დავასათაურეთ:  "უნდა ავმაღლდეთ წიგნით!"
ჩვენი პროექტის მისამართია:  
http://qutaisis23-esajaroskola.blogspot.com/